2023 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რამდენიმე მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმისა და ახალი სერვისის დანერგვა დაიწყო.
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სესიასა და პანელურ შეხვედრებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაციამ საქართველოში აღსრულების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელა.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ.მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის, აღსრულების დაწყების სამართლებრივი საფუძვლების, აღსრულების ეტაპების შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული პროგრამის განახლებასა და საქმისწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში.
საერთაშორისო კონფერენციაზე სააღსრულებო პროცესების ეფექტური განხორციელებისთვის ციფრული მექანიზმებისა და ახალი სერვისების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს ისეთი ინოვაციური პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აღსრულების პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. საუბარი შეეხო ბლოკჩეინისა და ელექტრონული აქტივების გამოყენების კუთხით აღმასრულებლის როლსა და მათ პროფესიულ გამოწვევებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 771 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 323 837 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.