აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პირველადი კონსულტაცია აღსრულებისა და არასააღსრულებო სერვისების ძირითადი პროცედურების, პირობებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.
სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებით სასურველი ინფორმაციის მისაღებად მიმართონ საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 749 649. საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და ამომწრავ ინფორმირებას სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.