- გაქვთ არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი?
- გაინტერესებთ როგორ ხდება თანხის ამოღება?
სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყებად აუცილებელია:
გაითვალისწინეთ რომ, სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებული ხართ გადაიხადოთ აღსრულების საფასური, მოთხოვნილი თანხის 2% და არანაკლებ 50 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
მოვალეს ეცნობება:
წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს შსს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით.
ასევე აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე მიმართოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც მოვალე ვალდებულია წარმოადგინოს ქონებრივი ნუსხა 5 დღის ვადაში, ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.
აღმასრულებელი ასევე გამოცხადდება მოვალის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, სადაც ახდენს მოვალის მოძრავი ქონების აღწერა დაყადაღებას. აღმასრულებელი უფლებამოსილია დაყადაღებული ქონება დალუქოს ლუქების მეშვეობით და გადასცეს მოვალეს შესანახად, აქვე მოვალეს განუმარტავს დაყადაღებული ქონების გასხვისების ან დაზიანების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ.
აღმასრულებელს შეუძლია მოვალისაგან ამოიღოს დაყადაღებული ნივთები და გადაიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სპეციალურად განსაზღვრულ სათავსოში მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ტარდება აუქციონი.
იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.
აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.