რა უფლებები გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ უკანონოდ გაგათავისუფლეს?
თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა და ასევე განაცდური დღეების ანაზღაურება.
დაგიკმაყოფილათ სასამართლომ სარჩელი სამსახურში აღდგენასთან ერთად განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და არ იცით როგორ მოითხოვოთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება?
მიმართეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებით თუკი დადგენილია მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ - აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.
სამსახურში აღდგენის ნაწილში კრედიტორი (პირი, ვინც აღადგინეს სამსახურში) იხდის აღსრულების საფასურს 100 ლარის ოდენობით.