2010 წლის პირველ აგვისტოდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო საქმისწარმოება კანცელარიის ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის შექმნის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის გამარტივება და ინფორმაციის ადრესატამდე დროულად მიწოდება. პროგრამის საშუალებით ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებს შორის.
ელექტრონული საქმისწარმოების (კანცელარიის) პროგრამის გამოყენება შეუძლია მხოლოდ პროგრამაში ავტორიზებულ მომხმარებელს. საქმისწარმოების (კანცელარიის) ელექტრონული პროგრამის საშუალებით დაიხვეწა კორესპონდენციის მიღების პროცესი. პროგრამა ავტომატურად ასახავს რეგისტრირებულ კორესპონდენციაზე რეგისტრაციის დროსა და თარიღს, ასევე ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.
კორესპოდენციის რეგისტრაციისთანავე განმცხადებელს გადაეცემა ,,განცხადების მიღების ბარათი", რომლის საშუალებით შესაძლებელია კორესპონდენციის სწრაფად მოძიება და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება განცხადებასთან დაკავშირებით. შემოსული კორესპონდენციების სისტემატიზაცია ხდება ცალკეული კატეგორიების მიხედვით რაც კიდევ უფრო ამარტივებს წარმოების პროცესს.