რა არის ალიმენტი?
ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს)
მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ალიმენტთან დაკავშირებით?
თუ გაქვთ ალიმენტის მიღების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვალე თავს არიდებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, თქვენ კი ვერ იღებთ ალიმენტის თანხას დადგენილ დროს და დადგენილი ოდენობით და ამით ილახება თქვენი უფლებები, თქვენივე უფლებების დასაცავად შეგიძლიათ მომართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ჩვენ დაგეხმარებით, მიიღოთ კუთვნილი თანხა.
სააღსრულებო საქმისწამოების დასაწყებად აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
რა პროცედურებს მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიურო ალიმენტის მოთხოვნის შესახებ შემოსულ საქმესთან დაკავშირებით?
ალიმენტი დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, აღმასრულებელი, რომელსაც აღსასრულებლად დაევალება კონკრეტული საქმე ალიმენტის თემასთან დაკავშირებით, მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ. თუ მოვალე დაუყოვნელივ არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, აღმასრულებელი მიმართავს შემდეგ იძულებით სააღსრულებო მოქმედებებს:
1. მოვალის „მოვალეთა რეესტრში" რეგისტრაცია, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ უფლებრივ შეზღუდვებს;
2. მოვალის ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება, შეფასება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარება;
3. მოვალისგან ამოღებული თანხები ირიცხება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, საიდანაც დაიფარება აღსრულების საფასური და ალიმენტის თანხა გადაერიცხება კრედიტორს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
როგორია აღსრულების ეროვნულ ბიუროში ალიმენტების საკითხზე შემოსული საქმეების სტატისტიკა?
2010 წლის მონაცემებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ალიმენტის საკითხებზე 3354 საქმეა რეგისტრირებული, აქედან თბილისის ბიუროს წარმოებაში 1229 ალიმენტის საქმეა. მოვალეების დაახლოებით 30% დასაქმებულია და მათგან თანხის ამოღება აღმასრულებლის მიერ, მოვალის სურვილის მიუხედავად, ყოველთვიურად ხდება. დაკისრებულ თანხას ნებაყოფლობით მოვალეების მხოლოდ 35% იხდის.
გაითვალისწინეთ: