აღსრულების ეროვნული ბიუროს ისტორია 2000 წლიდან აითვლება, მანამდე არსებობდნენ სასამართლო აღმასრულებლები, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ სასამართლოს შენობაში. სასამართლო აღმასრულებლები ახდენდენ სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას (აღსრულებას). სასამართლო აღმასრულებლებს საქმეები თბილისის უბნების მიხედვით ჰქონდათ განაწილებული.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ორგანიზაციული მოწყობა განსაზღვრულია დებულებით. დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალებები და სამსახურებრივი დაქვემდებარება ასახულია სტრუქტურაში.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს 8 სააღსრულებო ბიურო აქვს. აღნიშნულ ველში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ბიუროების მდებარეობის, მათი ხელმძღვანელი პირების და სამოქმედო ტერიტორიების შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიურო თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სამსახურების დახმარებით, რომელთა ფუნქციებიც განსაზღვრულია აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით.
სტრატეგიული გეგმის მიზანია განსაზღვროს ის პრიორიტეტები და სტრატეგიული მიმართულებები, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო იხელმძღვანელებს კონკრეტული პეროდის განმავლობაში.
განხორციელებული რეფორმების, ახალი სერვისების, საქმიანობის სრულყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო ამზადებს ანგარიშს, რაც ემსახურება სააღსრულებო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
თავმჯდომარე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელი პირია და მისი უფლებამოსილება, დანიშვნა და გათავისუფლების წესი განსაზღვრულია აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით.
აღსრულების პოლიტიკა უბიძგებს ჩვენს თანამშრომლებს აწარმოონ უფრო პროაქტიული და ეფექტური აღსრულება დაინტერესებულ მხარეთა სასარგებლოდ. აღსრულების პოლიტიკა არის პრევენციული მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს მოვალეს თავი დაიცვას ახალი ვალებისაგან.
ქცევის კოდექსის მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიის გათვალისწინებით დაადგინოს ქცევის წესები თანამშრომლებს შორის პროფესიული ღირსების განცდის დამკვიდრების, თავის საქმიანობისადმი პატივისცემისა და საკუთარი პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის.