რას გულისხმობს სერვისი "სახელმწიფო ბაჟი"?
სერვისი „სახელმწიფო ბაჟი" გულისხმობს აღსრულებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანხის ამოღების საკითხში.
ვისთვისაა განკუთვნილი აღნიშნული სერვისი და ვინ შეიძლება იყოს მასზე განმცხადებელი?
იმ შემთხვევაში, თუ არ გადავიხადე სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილ ვადაში როგორ წარიმართება ჩემი საქმის წარმოება ?
სასამართლო, გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს გადააგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
აღმასრულებელი, საქმის წარმოებაში მიღებიდან, არა უგვიანეს 5 დღისა გამოგიგზავნით შეტყობინებას 7(შვიდი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და ამასთან, დაუყოვნებლივ მოახდენს თქვენს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოვალეს რეესტრში რეგისტრაციისთანავე შეგეზღუდებათ რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ/მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის ( უფლებრივად დატვირთვის) უფლება.
აგრეთვე, აღმასრულებელი დაიწყებს თქვენს სახელზე რიცხულ უძრავ/ მოძრავი ქონების მოძიებას.
7(შვიდი) დღის ვადაში სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ბაჟის გადახდის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ აღნიშნული ფაქტი შეატყობინოთ აღმასრულებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გაგრძელდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.
სასამართლო გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.