თუ თქვენ ხართ უძრავი ქონების მესაკუთრე და მესამე პირის(ების) მიერ ირღვევა თქვენი კანონიერი უფლებები, უკანონოდ გეშლებათ ხელი მესაკუთრის უფლებების სრულყოფილად (ჭერა, სარგებლობა, მფლობელობა, განკარგვა) განხორციელებაში, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ უკანონო მფლობელობიდან თქვენი უძრავი ქონების გამოთხოვა (გამოსახლება).
სერვისი გულისხმობს აღსრულებას, ფიზიკურ პირებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს შორის დავის დროს, თანხის (უზრუნველყოფილი) ამოღების ნაწილში.
სერვისი გულისხმობს აღსრულებას, ფიზიკურ პირებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს შორის დავის დროს, თანხის (არაუზრუნველყოფილი) ამოღების ნაწილში.
იძულებითი სააღსრულებო წარმოება მოიცავს მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებას. ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ისე მოთხოვნებსაც (წილები, აქციები). ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად.
სერვისი გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის აღსრულებას საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და თანხის ამოღების საკითხში.
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა და განაცდური დღეების ანაზღაურება, რომლის შესრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.
აუქციონი წარმოადგენს საჯარო პროცესს, რაც ყველა სრულწლოვან და ქმედუნარიან პირს გაძლევთ საშუალებას, დაინტერესების შემთხვევაში, მიიღოთ მონაწილეობა. აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე www.eauction.ge.
,,სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა" მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, ყველა იმ სააღსრულებო მოქმედების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ელექტრონული რეესტრის შექმნის მიზანია აღმასრულებელთა საქმიანობის გამარტივება და აღსრულების პროცესის გამჭირვალეობა.
მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც დაწყებულია აღსრულება გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.
ელექტრონული კანცელარიის პროგრამის შექმნით მოქალაქეს ელექტრონულად შეუძლია მის განცხადებაზე პასუხის მიღება. აგრეთვე, გამარტივდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობა და ინფორმაციის ადრესატამდე დროულად მიწოდება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების არქივიდან "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად აღსრულების დოკუმენტების ასლის მიღება, გარდა საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა დაიშვება პირზე, რომელიც მონაწილეობდა აღსრულების პროცესში.
გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.
გამარტივებული წარმოების მომსახურება გაძლევთ საშუალებას ეფექტურად დაარეგულიროთ ფულადი დავალიანების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავა, რომელიც გულისხმობს თანხის გადახდევინებას და არ უკავშირდება საპასუხო ვალდებულების შესრულებას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი, "ფაქტების კონსტატაცია", გაძლევთ უნიკალურ საშუალებას დააფიქსიროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღოთ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებთ.