"მოვალეთა რეესტრი" არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება."
იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.
რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი." მოვალეთა რეესტრში" რეგისტრაციისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოში რეგისტრირებული ყველა საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირის სახელზე საკუთრების რეგისტრაციის ან საბანკო ანგარიშების გახსნის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე.
რეესტრიდან მოვალის ამორიცხვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები.(„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, პირის ამორიცხვა მოვალეთა რეესტრიდან ხორციელდება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის (აღმასრულებელის) შემთხვევაში - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან შეთახმებით). კერძო აღმასრულებლები მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.";
"მოვალეთა რეესტრიდან" ამორცხვა ხდება, თუ მოხდება ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება, დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა (ჯარიმის შემთხვევაში), მოხდა აღსრულების შეწყვეტა, ან განხორცილდა სააღსრულებო საბუთის დაბრუნება, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით, ან თუ მოხდა რეესტრში რეგისტრირებული პირის საკუთრებაში არსებული ისეთი ნივთის დაყადაღება რომლის შემდგომი რეალიზაციის მინიმალური ფასი დასაბუთებული ვარაუდით უზრუნველყოფს აღსრულებას მოთხოვნას სრული ოდენობით.
"მოვალეთა რეესტრს" აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. იგი უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და მის ხელმისაწვდომობას. მოვალეთა რეესტრის მონაცემები საჯაროა. მონაცემები ასევე გამოტანილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე (www.nbe.gov.ge), სადაც შესაძლებელია "მოვალეთა რეესტრში" რეგისტრირებულ პირებზე ელექტრონულოად ინფორმაციის მოძიება.
აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის გაცემას. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად დაწესებული საფასურის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.