რა არის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?
რა არის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა გულისხმობს სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისთვის გადაცემას.
როდის შეუძლია მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?
იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა კანონიერი მესაკუთრის უფლებები (უძრავი ქონებით სარგებლობა, მფლობელობა, განკარგვა), მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (გამოსახლება).
ვის უნდა მიმართოთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მიზნით?
კრედიტორმა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო?
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კრედიტორმა (ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა) აუცილებელია თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
• სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
• სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
• კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმომადგენლის შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ემატება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რამდენს შეადგენს მომსახურების საფასური?
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და დემონტაჟის კატეგორიის საქმეების საფასური შეადგენს ფიზიკური პირის შემთხვევაში ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 1000 ლარისა. საფასურს იხდის კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.