აღსრულების ეროვნული ბიურო გთავაზობთ ქონების შეფასების მომსახურებას.
სერვისის ფარგლებში გთავაზობთ არამატერიალური აქტივების (ლიცენზიების ნებართვების, ბიზნესწილების), ყველა კატეგორიის უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის დაცვით უმოკლეს ვადაში მოგაწოდოთ სრულყოფილი დასკვნა თქვენთვის საინტერესო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ.
ჩვენი დასკვნები სრულ თანხვედრაშია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან.
სერვისის სწრაფად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით სერტიფიცირებული შემფასებლები გვყავს საქართველოს ყველა რეგიონში.
გთავაზობთ საქართველოში ყველაზე მცირე ტარიფებს და სერვისის შესრულების უმოკლეს ვადებს.