- გაქვთ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და გაინტერესებთ როგორ ხდება თანხის ამოღება?
ამისათვის უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აუცილებელია თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
გაითვალისწინეთ რომ, სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებული ხართ გადაიხადოთ აღსრულების საფასური, მოთხოვნილი თანხის 2% და არანაკლებ 50 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
მოვალეს ეცნობება:
წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს საჯარო რეესტრს, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. საჯარო რეესტრიდან პასუხის მიღების შემდეგ აღმასრულებელი აღნიშნულ ქონებაზე არეგისტრირებს ყადაღას.
ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ტარდება აუქციონი.
იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება
აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.