სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების არქივიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად აღსრულების დოკუმენტების ასლის მიღება, გარდა საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა დაიშვება პირზე, რომელიც მონაწილეობდა აღსრულების პროცესში.
გამოთხოვილი აღსრულების დოკუმენტების ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის №98 ბრძანების შესაბამისად, გამომთხოვნ პირს ეკისრება გადასახდელი შემდეგი ოდენობით:
დოკუმენტის 1 გვერდი _ 0.5 ლარი.
თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707457519;
გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა უნდა მოხდეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.