ჩვენ ვეხმარებით მას, ვისაც არ გადაუხადეს და ვუწევთ მხარდაჭერას მას, ვინც უნდა გადაიხადოს.
დეპარატმენტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მხარეთა ინტერესების დაცვის სფეროში გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება; ანალიზი და შემდგომი პრევენცია; ასევე მოქნილი სოციალური პოლიტიკის დანერგვა, განვითარება და განხორციელება.
დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებისა და სოციალურ მუშაკებით. სამსახურს თანამშრომლები ყავს ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებში.
საქმიანობის ფარგლებში მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები: ახდენენ მხარეთა ინტერესების დარღვევის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსული განცხადებების შესწავლას და სათანადო რეაგირებას; მხარეთა ინტერესების დარღვევების მიზეზების კვლევას და მათ განზოგადებას შემდგომი პრევენციისათვის; საჭიროებისამებრ ერთვებიან, სააღსრულებო და არა სააღსრულებო წარმოების პროცესში სადაც, შეიძლება მხარეთა ინტერესების დარღვევები იკვეთებოდეს, მენეჯერებს აქვთ აქტიური კომუნიკაცია მხარეებთან, ამასთან გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილზე ესწრებიან სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებას.
საქმიანობის ფარგლებში სოციალური მუშაკები: კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულ განცხადებებს; ერთვებიან სააღსრულებო და არა სააღსრულებო წარმოების პროცესში, რომლის მხარე/ბენეფიციარი არის სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირი ან და მიეკუთვნება მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიას; (მოწყვლადი ჯგუფის კატეგორიები: მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული პირები; სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები; შ.შ.მ პირები; ხანდაზმულები; არასრულწლოვნები; მარტოხელა მშობლები; მრავალშვილიანი ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; უსახლკარო პირები; მსჯავრდებული; პრობაციონერი; მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები; მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირები); გეგმავენ და ახორციელებენ ბენეფიციართან კომუნიკაციას (შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა, ვიზიტი მისამართზე; სატელეფონო კომუნიკაცია); მუშაობენ ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან და უახლოეს წრესთან; ახდენენ მისამართზე ვიზიტებს და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრებას; ახდენენ ბენეფიციარის კონსულტირებას და სააღსრულებო წარმოების პროცესში ბენეფიციართა ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებას; ხელს უწყობენ ბენეფიციარის აქტიურ ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე; თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყებებთან და ახდენენ უწყებათაშორის კოორდინაციას;
მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ საქმეში მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის ჩართვა. დეპარტამენტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით აღსრულებას; პროცესი წარიმართოს მხარეთა საუკეთესო ინტერესების დაცვით; მედიაციის გზით მოხდეს სააღსრულებო საქმეში მონაწილე პირების დახმარება დავის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაში და სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებაში.
ბიუროში დანერგილია სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-სათიანი რეაგირების მექანიზმი. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში, არასამუშაო საათებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მომართოს ცხელი ხაზის - ტელ.: +995 595444425 მეშვეობით;