საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ.
მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის, აღსრულების დაწყების სამართლებრივი საფუძვლებისა და აღსრულების ეტაპების შესახებ.
სემინარის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობას; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესის დანერგვა და აღმასრულებლის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.
ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები, მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები უძღვებოდნენ.