აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული პროგრამის განახლებასა და საქმისწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში.
,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, უკვე შეიმუშავა და დაასრულა მუშაობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ახალ სისტემაზე, რაც ამარტივებს სააღსრულებო წარმოებას. აეწყო ელექტრონული კავშირები სააღსრულებო აქტის გამომცემ ორგანოებთან და, შესაბამისად, ეს პროცესი გახდა ბევრად უფრო გამჭირვალე და ეფექტიანი. დაინერგა ხელოვნური ინტელექტი სააღსრულებო საქმისწარმოების განახლებულ ელექტრონულ პროგრამაში, რაც თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მეტად დაკავდეს ინტელექტუალური შრომით, ვიდრე რუტინული სამუშაოთი და მეტად იფიქროს საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაზე".