საერთაშორისო კონფერენციაზე სააღსრულებო პროცესების ეფექტური განხორციელებისთვის ციფრული მექანიზმებისა და ახალი სერვისების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს ისეთი ინოვაციური პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აღსრულების პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. საუბარი შეეხო ბლოკჩეინისა და ელექტრონული აქტივების გამოყენების კუთხით აღმასრულებლის როლსა და მათ პროფესიულ გამოწვევებს.
პანელურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სააღსრულებო პროცედურების განხორციელების დროს მხარეთა კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევების მინიმუმადე შემცირების მნიშვნელობაზე. განიხილეს მედიაციის მექანიზმები, მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით მიმდინარე პროექტები და სოციალური მიდგომა.
საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ ლისაბონში პორტუგალიის ადვოკატთა და აღმასრულებელ აგენტთა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და ის აღსრულების რეფორმის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება პორტუგალიის იუსტიციის მინისტრმა, ადვოკატთა და აღმასრულებელ აგენტთა ეროვნული ასოციაციის (OSAE) პრეზიდენტმა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტმა გახსნეს.
საქართველოდან კონფერენციას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავჯდომარის მოადგილე ლაშა მოძღვრიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი ანა არაბული ესწრებოდნენ.