აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს
2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 771 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 437 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 168 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 5 994 მოქალაქეს;
2023 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8889 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3447 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.