სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს სააღსრულებო პროცესების დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხებზე ისაუბრეს. საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნაში ეფექტური სააღსრულებო პროცესებისთვის ადაპტირებული გაციფრულების მექანიზმებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განიხილეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების 15 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ბიუროების უფროსებმა გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო ხედვები წარადგინეს.
აღსრულების პროცესში ბავშვთა უფლებების გაძლიერებისთვის შექმნილ დოკუმენტს, მისი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლები ეცნობიანაღსრულების პროცესში სოციალური მიდგომის გაძლიერებისა და ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებთან შეხვედრები და დისკუსიები მიმდინარეობს.
აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს ბიზნეს, საბანკო, არბიტრთა, ადვოკატთა ასოციაციების, ცალკეული ბანკების, ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან გაიმართა.
აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის სამუშაო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე აღსრულების სფეროში ახალი, ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც აღსრულების უფრო მეტად მოქნილ და ეფექტიან სისტემას შექმნის. კოდექსის პროექტის ავტორების შეფასებით, კოდექსი დაფუძნებულია სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 5963 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 291 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 11,033 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 10013 საქმე;
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებმა და სოციალურმა მუშაკებმა მედიაციის პროცესის შინაარსობრივ-პროცედურული საკითხები მოქმედ მედიატორთან, კოკა დიდავასთან ერთად განიხილეს.