
აღმასრულებელი მიმართავს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებას მიმართვით, სადაც უთითებს მოვალის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, რათა მის ფარგლებში მოხდეს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია. მოვალის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის მის ანგარიშზე რიცხული თანხების ოდენობას (მოთხოვნის ფარგლებში) აღმასრულებელს საბანკო დაწესებულებები აწვდიან. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე აღმასრულებელი აგზავნის საინკასო დავალებას (განკარგულებას) რათა მოხდეს აღნიშნული თანხების ჩამოჭრა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვა.