აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების თანხებისა და გამარტივებული წარმოების საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებ გვერდის www.epay.ge მეშვეობით. შესვლის შემდეგ აირჩიეთ გრაფა სახელწოდებით „სახელმწიფო სერვისები", შემდგომ „აღსრულების ეროვნული ბიურო". გრაფა „აღსრულების ეროვნული ბიურო"-ს არჩევის შემდეგ გამოსულ ოპციებს შორის, „აღსრულების თანხები" და „გამარტივებული წარმოება", აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეავსეთ მოცემული ველები.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ონლაინ გადახდისთვის ბანკის მიერ დაწესებულია საკომისიო, რომელიც ნებისმიერ თანხაზე შეადგენს 1 ლარს.
ბანკის მეშვეობით ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის გადარიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტები გახლავთ შემდეგი:
მიმღების დასახელება: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საიდენტიფიკაციო კოდი: 205263873
მიმღების ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE41BG0000000222222222
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 749 649