
გაქვთ სასამართლო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი სხვა კატეგორიის საქმეებზე, არ ასრულებს მეორე მხარე მასზე დაკისრებულ მოვალეობას?
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მოითხოვოთ სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა
სხვა კატეგორიის აღსასრულებელ საქმეს შეიძლება ეხებოდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, პირის ამა თუ იმ უფლების დადგენა, გარკვეული მოქმედებების შესრულებას ან მოქმედების აკრძალვა,საზიარო უფლების გაუქმება და ა.შ. აგრეთვე, რაც მხარეთა შორის შეთანხმებით დაამტკიცა სასამართლომ.
თან წარმოადგინეთ შემდეგი სახის დოკუმენტები:
სხვა კატეგორიის საქმეზე აღმასრულებელი საქმის წარმოებაში მიღებისას მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ 7 დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ საქმე დაუყონებლივ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყონებლივ შესრულების შესახებ. თუ მოვალის მიერ აღნიშნული ვადა გაშვებული იქნა აღმასრულებელი გამოცხადდება მოვალის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე და უზრუნველყოფს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის სრულად აღსრულებას.
- მოვალე სააღსრულებო ფურცლით მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს არიდებს ?
ამ შემთხვევაში არსებობს აღსასრულებელი მოთხოვნის დაცვის მექანიზმი:
აღმასრულებელი უფლებამოსილია, სააღსრულებო საქმე გადააგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში როგორც სასამართლო გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობა.