
- გააფორმეთ გირავნობის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გირავნობის საგნის თქვენს მფლობელობაში გადმოცემის მოთხოვნით და დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის გადმოცემის მოთხოვნას თქვენი წერილობითი გაფრთხილებიდან 2 კვირის ვადაში?
თქვენ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შეგიძლიათ მოითხოვოთ იძულებითი აღსრულება.
ამისათვის აუცილებელი პირობებია:
გირავნობის მოწმობის წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.
სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს უგზავნის წინადადებას ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივ 7 დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენის თაობაზე. ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ავტომანქანას აღმასრულებელი შს სამინისტროსადმი მიმართვის გზით გადასცემს დაკავებაზე. დაკავებული ავტომანქანა გადაეცემა მოგირავნეს.
აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე დგება ოქმი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებენ დამსწრე პირები.