
რა არის იპოთეკური სესხი?
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
იპოთეკის რეგისტრაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას.
პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იპოთეკური სესხის გაცემის დროს?
იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის:
რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, თუ გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას რამდენიმე წინა რიგის იპოთეკარი ჰყავს?
თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიტვირთა, ჰყავდა წინა რიგის 2 იპოთეკარი, ამასთან, თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და სააღსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე რიგის იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ვალის დაბრუნების შანსი.
გაითვალისწინეთ:
თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მომართა მეორე რიგის იპოთეკარმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია:
რა ხდება, თუ ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს?
არის შემთხვევები, როდესაც ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცელს ერთი მათგანი შემოიტანს, დარჩენილი პირველი რიგის იპოთეკები არ გაუქმდება და გარდამავალი უფლებები გადაჰყვება ქონებას, ხოლო თუ სააღსრულებო ფურცელს ყველა იპოთეკარი შემოიტანს, მაშინ აუქციონის თანხა მათ შორის პროპორციულად განაწილდება.
გსურთ შეიძინოთ იპოთეკით (გარდამავალი უფლებით) დატვირთული ქონება?
გაითვალისწინეთ:
იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ იპოთეკაზე უფლების მქონე პირის/პირების მოთხოვნის დაკმაყოფილება; მოვალის ვალდებულება მთლიანად თქვენზე გადმოვა.