
თამთა სურგულაძე - აღმასრულებელი
უნივერსიტეტს ვამთავრებდი როდესაც გავიგე 2009 წლის გაზაფხულზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების კონკურსის შესახებ. გადავწყვიტე ბედი მეცადა. გადავლახე გამოცდების ყველა ეტაპი და დავინიშნე აღმასრულებლის სტაჟიორად.
6 თვის განმავლოვაში ვიყავი თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორი. 2009 წლის ოქტმობერში კი დავინიშნე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მეორე ჯგუფის აღმასრულებლად.
ჩემი კარიერული წინსვლა, ვთვლი, რომ სტაჯირების პერიოდში გავლილმა ეტაპებმა განაპირობა. აღსრულების სისტემის სხვადასხვა ჯგუფებში სტაჟირების გავლამ საშუალება მომცა მესწავლა განსხვავებული კატეგორიის საქმეების სპეციფიკა.
ამ ხნის მანძილზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიურად ვმონაწილეობდი ტრეინინგებსა და სემინარებში. ვთვლი, დიდი შრომა, ენერგია და კანონმდებლობის ცოდნა საჭიროა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობისათვის.
ჩემი სტაჟირების პერიოდში ვხედავდი, რომ ჩვენს სისტემაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, თანამშრომლებს მიეცათ საშუალება ემუშავათ საუკეთესო პირობებსა და გარემოში. ამ ყველაფერმა ერთ-ერთი მნიშვნელვანი როლი ითამაშა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში, მემუშავა აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში.
ყველას, ვინც გადაწყვეტს გახდეს აღმასრულებელი, ვუსურვებ წარმატებას.