
სტაჟირების მსურველებმა სტაჟირების გამოცხადებისას უნდა შეავსონ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა და გადაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - hr@nbe.gov.ge.
სტაჟიორების შერჩევა კონკურსის წესით წარმოებს.
პირველი ეტაპი: ტესტირება ზოგად უნარებში
ზოგად უნარებში ტესტირებას გაივლიან ის მსურველები, რომლებიც შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმების გზით.
მეორე ეტაპი: გასაუბრება
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ზოგადი უნარების ტესტირების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო აპლიკანტები.
გასაუბრების შედეგად შერჩეული აპლიკანტები იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში სააღსრულებო წარმოებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებში გაივლიან ორკვირიან ტრენინგებს, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიარონ სტაჟირების 6 თვიანი კურსი.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით: