
გაქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება ან ხართ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი?
გსურთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, გქონდეთ პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სამსახური?
აღსრულების ეროვნული ბიურო გთავაზობთ 6 თვიანი სტაჟირების კურსის გავლას,
სადაც თქვენ მიიღებთ სააღსრულებო სფეროში მუშაობის გამოცდილებას და იურისტის კვალიფიკაციის ამაღლებას.
2008 წლიდან დღემდე ჩვენს სამსახურში ოთხჯერ გამოცხადდა სტაჟირების კონკურსი, რომლის მეშვეობითაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კვალიფიციური კადრები შეიძინა.
სტაჟირება წელიწადში 2-ჯერ ცხადდება. 6 თვიანი კურსის გავლის შესაძლებლობა ყოველწლიურად 200-მდე მსურველს ეძლევა.
2011 წლიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. ყოველთვიურად აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები ანაზღაურების სახით 200 ლარს იღებენ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში 369 კანდიდატმა წარმატებით გაიარა სტაჟირების პროგრამა. აქედან 129 სტაჟიორი ჩვენს უწყებაში სხვადასხვა თანამდებობეზე დასაქმდა.