
შემძენის მიერ ფასის სრულად გადახდის შემდეგ გაიცემა შესაბამისი განკარგულება, რომლის საფუძველზეც იგი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (თუ ქონება რეგისტრაციას ექვემდებარება) აღირიცხება ამ ქონების მესაკუთრედ.
თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება, გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელიც წინ უსწრებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებას.