
მოვალის იმ მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას, აღმასრულებელს შეუძლია მივიდეს მოვალის რეგისტრაციის ადგილზე, ან კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე და დააყადაღოს იქ არსებული ნივთები. ივარაუდება რომ აღნიშნულ მისამართზე მოძიებული ნივთები არის მოვალის საკუთრება, თუ საწინააღმდეგო არ დადასტურდება. მესამე პირებს, რომლებთაც აქვთ უფლება დაყადაღებულ ნივთებზე, შეუძლიათ მიმართონ სარჩელით იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება და მოითხოვონ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. ასევე, აღნიშნული ქონების მოძიების საშუალებას წარმოადგენს მოვალის მიერ ქონების ნუსხის წარმოდგენა.