
რეგისტრირებულ მოძრავ ქონებას განეკუთვნება სატრანსპორტო საშუალება და იარაღი, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქონების მოძიების პროცესში აღმასრულებელი მიმართავს შსს-ს რათა მოძიებულ და დაყადაღებულ იქნას მოვალის სახელზე არსებული სატრანსპორტო საშუალება და იარაღი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოძრავი ქონება დაყადაღების შემდგომ გადაეცემა ექსპერტს შესაფასებლად, რათა დადგინდეს მისი საბაზრო ღირებულება და მოხდეს მისი რეალიზაცია აუქციონზე.