
უძრავი ქონების მოძიების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს საჯარო რეესტრს, რათა მიიღოს სრული ინფორმაცია ირიცხება თუ არა მოვალის სახელზე უძრავი ქონება და თუ ირიცხება არის თუ არა უფლებრივად დატვირთული. პარალელურად აღმასრულებელი უგზავნის საჯარო რეესტრს მიმართვას რომ მოხდეს მოვალის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა შემდგომ იგი გადაეცეს ექსპერტს შესაფასებლად და მოხდეს იძულების წესით მისი რეალიზაცია აუქციონზე.