იურიდიული სამსახური აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულია.
მიზნები და ამოცანები:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- აღსრულების ეროვნული ბიუროსა მისი ტერიტორიული ორგანოების სახელით კვალიფიციური წარმომადგენლობის განხორციელება საერთო სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში;
- აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენა;აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი, სამართლებრივი ხასიათის სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება;