
სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლო მმართველად ნიშნავს მოვალეს, თუ მას დადგენილი წესისამებრ შეუძლია მმართველობითი ფუნქციების განხორციელება. მმართველად დანიშნულ მოვალეს სასამართლოს მიერ ენიშნება ზედამხედველი პირი, რომელიც მონიტორინგს უწევს მმართველის საქმიანობას და დარღვევის თაობაზე აცნობებს სასამართლოს. ზედამხედველი პირს სასამართლოს მიერ ენიშნება ანაზღაურება. მოვალე მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისას ანაზღაურებას არ იღებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.