
მოვალის კუთვნილი ქონების იძულებითი მართვის მიზნით სასამართლო ნიშნავს მმართველს. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი, კრედიტორი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან ამ პირების ახლო ნათესავი. სასამართლო მმართველს აძლევს საჭირო მითითებებს, ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას და ზედამხედველობას უწევს მის საქმიანობას. სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მმართველი შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.