
განმეორებითი აუქციონი:
ნულოვანი აუქციონი, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია
თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.