
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.
სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და მათთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია. ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ტრენინგს უძღვებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: ნინო გვირიჯიშვილი და ზაზა ჩილინგარაშვილი.