
1. უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა:
უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა გულისხმობს სხვისი მფლობელობიდან ან/და სხვისი სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას (გამოსახლება) და/ან უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას. 2008 წლიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა 676 უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება:

შენიშვნა: 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2008-2013 წლებში განხორციელებული ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საერთო რაოდენობის დიდი ნაწილი საერთოდ არ არის დაკავშირებული სასესხო, საკრედიტო ან საიპოთეკო სამართალურთიერთობებთან;
შენიშვნა 2. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის გარდა ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონება:
აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის გარდა ახდენს უძრავი ნივთების აუქციონზე რეალიზაციასაც. აუქციონზე რეალიზაციის პროცესი ელექტრონული წესით 2010 წლიდან ხორციელდება. 2011 წლიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჯამში სულ 3206 უძრავი ნივთის რეალიზაცია განახორციელა. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული პროცესი ითვალისწინებს არა მხოლოდ საცხოვრებელი ბინების რეალიზაციებს, არამედ ყველა სახის უძრავი ქონებისას. სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება:

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლებისათვის გაწეული სააუქციონო მომსახურება უძრავ ქონებაზე:
სააუქციონო სერვისს ბიურო ასევე უწევს კერძო აღმასრულებლებსაც. აქვე წარმოგიდგენთ უძრავ ქონებაზე ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლებისათვის გაწეული სააუქციონო მომსახურების სტატისტიკურ მონაცემებსაც:

შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელი ბინების რეალიზაციებს, არამედ ყველა სახის უძრავი ქონებისას - სამეურნეო და არასამეურნეო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი ბინები და სხვა).