
28-29 სექტემბერი ქ. ბათუმში.
28-29 სექტემბერს ქ. ბათუმში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი "აღსრულების სისტემა - მიღწევები და გამოწვევები" გაიმართა.
სემინარზე სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო სისტემებში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირები და პროფესიონალი ექსპერტების ჯგუფები შეიკრიბნენ. საერთაშორისო სემინარზე განიხილებოდა სტრატეგიული მნიშნელობის საკითხები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააღსრულებო სისტემის განვითარებას და მათ შერწყმას თითოეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან.
ამგვარი მიდგომის საფუძველზე, აღნიშნულ სემინარი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიონალი აღმასრულებლების ჩართულობით. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ სააღსრულებო სისტემის ფუნქციონირებაში ჩართული პირების, ფინანსური ინსტიტუტების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რამაც გაამდიდრა ჩვენი მოსაზრებები, წარმოგვიდგინა ობიექტურ შეხედულებები მიმდინარე განვითარების პროცესებზე და გაგვიზიარა ინფორმაცია არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტურ საშუალებების შესახებ.
საერთაშორისო სემინარზე განიხილებოდა სამი ძირითადი თემა: (1) მიმდინარე გამოწვევები აღსრულების სისტემაში - ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები და საზოგადოებაში სამართლებრივი უფლებების ბალანსის დაცვა; (2) დაინტერესებულ პირებთან და მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა - გაზრდილი საზოგადოებრივი ცნობიერება, გაუმჯობესებული კომუნიკაცია, პრევენციული ღონისძიებები და აღსრულების სისტემის გაზრდილი ეფექტურობა, (3) ინფორმაციული ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები გამარტივებული და ეფექტური სააღსრულებო პროცესებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სემინარი საუკეთესო საშუალება გახდება სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებით პროფესიული დისკუსიების გამართვისა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე, არსებული პრობლემების ძირითადი მახასიათებლების დადგენისა და გადაწყვეტის ეფექტური გზების დასადგენად.
დამატებითი ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარის შესახებ იხილეთ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ვებ-გვერდზე: http://www.uihj.com
თანდართული ფაილების სახით იხილეთ საერთაშორისო სემინარის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები:
1. ანტონიო კოშტანოვი (მაკედონია)
3. გიორგი ქადაგიძე (საქართველო)
9. ნინო გოგელაშვილი (საქართველო)
10. პედრო ლოზანო მუნოზი (ესპანეთი)
11. როდერიკ მაკფერსონი (დიდი ბრიტანეთი)
12. სანიტა ვიტოლა-ჰმელევსკა (ლატვია)
13. სიმონე გინზბურგი (ბოსნია-ჰერცოგოვინა)
16. ზლატისლავა მიჰაილოვა (ბულგარეთი)