
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება
2010 წლის სექტემბრიდან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
- ტრენერთა ტრეინინგი, რომელიც გულისხმობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების დატრეინინგებას ტრენერთა უნარ-ჩვევების შესაძენად;
- კაზუსების წიგნის გამოცემა, სადაც თავმოყრილი იქნება 12 განსხვავებული კატეგორიის საქმე-კაზუსი;
- ნორმატიული აქტების კრებულის გამოცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის;
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბროშურების გამოცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრეინინგის ჩატარება;
- რეგიონებში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ღია ლექციების ჩატარება აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის, სააღსრულებო სისტემისა და სააღსრულებო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2010 წელი