
2009 წლის 23 იანვარს, ამერიკის იურისტთა ასოციაციასა (ABA) და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნულის შესაბამისად, ამერიკის იურისტთა ასოციაციამ ბიუროს გადასცა პროფესიული გამოცდების დროს შესრულებული წერითი ნაშრომების/ტესტების გასასწორებელი კომპიუტერული პროგრამა, რაც გამოყენებული იქნა როგორც სტაჟირების მსურველთა, ასევე აღმასრულებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების დროს.
ამერიკის იურისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამის შემუშავებაში დაეხმარა. პროგრამა სისტემაში გაშვებული იქნა 2010 წლის იანვარის თვიდან.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2009 წლის აგვისტო - ოქტომბერი
პროექტის ბიუჯეტი: 30,000.00 ლარი