
გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად განხორციელდა პროექტი სახელწოდებით "საქართველოს სააღსრულებო სისტემის ქმედითუნარიანობის განვითარება". პროექტის მიზანს წარმოადგენდა აღსრულების ეროვნული ბიუროს გაძლიერება ეფექტური ფუნქციონირების და ეფექტიანი მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
1. 2009 წლის 10-12 სექტემბერს, ქ. მარსელში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესში, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო კავშირის ასოცირებული წევრი გახდა;
2. ვიზიტის ფარგლებში 14-16 სექტემბერს, ქ. პარიზში, ბიუროს თანამშრომლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საფრანგეთის აღსრულების ეროვნულ პალატაში. შეხვედრებზე შედგა სამუშაო გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკის განხილვა.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2009 წელი
პროექტის ბიუჯეტი: 95,278.00 ლარი